saqarTvelos mwvervalebi - burWula

 

ბურჭულა (ყარაუგომი) - მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4364,5 მ. აგებულია ქვედაპალეოზოური და კაბმრიულისწინა გრანიტოიდებით. ბურჭულა თოვლიან-ყინულიანი და კლდოვანი მწვერვალია. დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი ნოწარულა, საიდანაც გამოედინება მდინარე ნოწარულა (რიონის მარცხენა შენაკადი), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბოყოს მყინვარია, სადაც სათავე აქვს მდინარე ბოყოსწყალს (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი).